14 ნოემბერი, 2008
მიმდინარე წლის 9 თვეში სახელმწიფო უწყებებიდან დაგეგმილი ფინანსები ენერგეტიკის სამინისტრომ სრულად მიიღო
მიმდინარე წლის 9 თვეში სახელმწიფო უწყებებიდან დაგეგმილი ფინანსები სრულად მხოლოდ ენერგეტიკის სამინისტრომ მიიღო.2008 წლის ბიუჯეტის იანვარ-სექტემბრის თვეებში შესრულების ანგარიშის მიხედვით, პარლამენტის და მასთან არსებული ორგანიზაციების დაგეგმილი ხარჯები 9 თვეში 80,68%-ით დაფინანსდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის - 81,58%-ით, უშიშროების საბჭოს - 74,76%-ით, მთავრობის კანცელარიის - 81,4%-ით, კონტროლის პალატის - 80,99%-ით, ცესკოს - 94,51%-ით, ფინანსთა სამინისტროს - 96,99%-ით, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს - 82,61%-ით, იუსტიციის სამინისტროს - 89,81%-ით, თავდაცვის სამინისტროს - 99,65%-ით და ა.შ. რაც შეეხება ენერგეტიკის სამინისტროს, მისმა დაფინანსებამ დაგეგმილი 66,751 მლნ ლარის ნაცვლად 75,976 მლნ ლარი შეადგინა. გადაჭარბება ფინანსური აქტივების კუთხით თანხის გამოყოფას უკავშირდება. პროცენტულად ყველაზე ნაკლებად დაფინანსდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო. 9 თვეში დაგეგმილი 26,026 მლნ ლარის ნაცვლად, ამ უწყებამ 17,668 მლნ ლარის დაფინანსება მიიღო (67,88%). “ინტერპრესნიუსი”
|